კლიმატის ცვლილების შედეგები გავლენას ახდენს მთელ პლანეტაზე და თითოეულ ადამიანზე. მსოფლიოს სხვადასხვ რეგიონში ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს წყალდიდობა და კოკისპირული წვიმა ემუქრება, ზოგი ტორნადოებისა და ქარიშხლების „მსხვერპლია“, ზოგი კი - მტკნარი წყლის ნაკლებობით გამოწვეულ გვალვას, ნიადაგის დეგრადაციას და შედეგად კი მოსავლის დაკარგვას და საკვების უკმარისობას ებრძვის; მატულობს ტყის ხანძრების ფართობები და გეოგრაფია. ჩვენი პლანეტის ზოგიერთ რეგიონში ადამიანები იძულებულნი არიან მიგრაციაში გადავიდნენ, ეკოლტოლვილებად იქცნენ და საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილები ეძებონ. გაეროს მთავრობათაშორისი ექსპერტების ჯგუფის მიერ დადგენილია, რომ კლიმატის ცვლილება დიდწილად ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდას უკავშირდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი (თითქმის 95% -ზე მეტი) ადამიანის საქმიანობით, განსაკუთრებით კი საწვავი წიაღისეულის - ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვითაა გაპირობებული. კლიმატის კრიზისის პრევენციაში თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა, მათ შორის შენ და შენ სკოლასაც და შეგიძლიათ გახდეთ „კლიმატის ცვლილების“ ინიციატორი. ამისათვის საჭიროა „მწვანე“ ენერგეტიკის დანერგვა. პროექტის კეთებისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულმა სკოლის კლიმატურმა გეგმამ, შესაძლებელია თავისი როლი შეასრულოს კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში, ასევე დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებასა და გარემოზე.
No comments:
Post a Comment